საქართველოში დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება
საქართველოში დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება

A+ A-

×

11:16 16/04/2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

17-18 აპრილს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.