ჩვენ აღვადგენთ მას, ჩვენ აღვადგენთ ნოტრ-დამს - ემანუელ მაკრონი
ჩვენ აღვადგენთ მას, ჩვენ აღვადგენთ ნოტრ-დამს - ემანუელ მაკრონი

A+ A-

×

11:31 16/04/2019

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხანძრით დაზარალებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად კამპანიის დაწყება და ფონდის გახსნა დააანონსა.

წუხელ ის მეუღლესთან ერთად ტაძართან მივიდა და ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ შევძელით, აგვეგო ეს ტაძარი 800 წლის წინ და საუკუნეების მანძილზე გაგვეფართოებინა, გაგვეუმჯობესებინა ის. ამ საღამოს, სრული გულწრფელობით გეუბნებით, ჩვენ აღვადგენთ მას, ყველანი ერთად”, –  განაცხადა მარკონმა და დასძნა, რომ ეროვნული ფონდი ტაძრის აღდგენისათვის ხვალვე დაფუძნდება.