მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

A+ A-

×

11:20 16/04/2019

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, დროებით საგამოძიებო კომისია შექმნას.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნული საკთხზე განცხადება საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა.
„საზოგადოებამ უნდა გაიგოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით რაშია საქმე და რატომ ვითხოვ კომისიის შექმნას. დარწმუნებული ვარ, საქმეს არ გახსნიან. ეს ყველაფერი მოხდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გადასაფარად. შეცდომა დაუშვეს, ან ბინა შეეშალათ, ან არ ვიცი, ეს არის საუკუნის საქმე, რომელიც უნდა გაიხსნას. უნდა თქვან რისთვის და რატომ მოვიდნენ ჩვენ სახლში“, – განაცხადა მაჩალიკაშილმა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 27 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ , სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრა. ის თავდაპირველად თელავის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, სადაც ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, 28 დეკემბერს კი თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 10 იანვარს კი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ოჯახი , ამ ადრომდე, ითხოვს თემირლანის მკვლელების დასჯას და პასუხისგებაში მიცემას.