პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა
პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

A+ A-

11:50 16/04/2019

პარლამენტში მყოფი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის შენობიდან გაიყვანეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს დილით პარლამენტის ბიუროს სხდომათა დარბაზთან მივიდა. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, მისი საკანონმდებლო ორგანოში მისვლის მთავარი მიზანია, პარლამენტში დროულად შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საკითხებს შეისწავლის და შესაბამის დასკვნას გამოაქვეყნებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი შვილის გარდაცვალებასთან და პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვა.