ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა
ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა

A+ A-

12:05 16/04/2019

მამაკაცის ცხედარი, რომელიც მტკვარმა გამორიყა, 27 წლის არტურ პეტროსიანია. სამართალადამცველები მას თვე-ნახევრის განმავლობაში, ეძებდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არტურ პეტროსიანი, რომელიც ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობდა, სახლიდან 2019 წლის 3 მარტს, საღამოს გავიდა და მას სამართალდამცველები ეძებდნენ.
გარდაცვლილის დედამ, კარინა პეტროსიანმა ,,კვირას" განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცმა სახლიდან გასვლამდე მამასთან იჩხუბა და, ამის შემდეგ, მშობლის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება შეიტანა.
„ჩემს შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. იმ დღეს, სანამ სახლიდან წავიდოდა, ჩემმა შვილმა მამასთან იკამათა. ამის შემდეგ წავიდა და მამის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება შეიტანა. დაკითხვაზე დაიბარეს ჩემი მეუღლე. რა თქმა უნდა, მეც გავყევი. სანამ დაკითხვიდან მოვედით, შვილი სახლში აღარ დაგვხვდა“, – განუცხადა „კვირას“ არტურ პეტროსიანის დედამ, კარინა პეტროსიანმა.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო:კვირა