ანჯელინა ჯოლიმ გვარი შეიცვალა
ანჯელინა ჯოლიმ გვარი შეიცვალა

A+ A-

×

13:11 16/04/2019

მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ გვარი შეიცვალა. გამოცემა Us Weekly-ი სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ მას ორმაგი გვარი – ჯოლი პიტი აღარ აქვს.
მსახიობის სახელი და გვარი ანჯელინა ჯოლია.

გვარის ცვლილება ყოფილ მეუღლე, ბრედ პიტთან განქორწინებას უკავშირდება, რომლის სასამართლო პროცესიც 2016 წლის შემოდგომიდან გრძელდებოდა.

ცნობილია, რომ უკვე ოფიციალურად განქორწინებულმა წყვილმა დავა გააგრძელა.
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს სამი აყვანილი ბავშვი ჰყავთ: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ასევე სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ჯოლი მთელ მსოფლიოში საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული და UNHCR-სთან თაბამშრომლობს.