ნოტრ-დამის აღდგენაში ქართული კომპანიაც ჩაერთვება
ნოტრ-დამის აღდგენაში ქართული კომპანიაც ჩაერთვება

A+ A-

13:40 16/04/2019

პარიზში გაჩენილმა ხანძარმა ცხრასაუკონოვანი ისტორიის მქონე ღვთიმსშობლის ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს თუ როგორ იწვოდა კათოლიკური ეკლესიისა და მსოფლიო მემკვიდროების ძეგლი. 

ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ეროვნული კამპანია დაიწყო.საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც უერთდება. ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი “კ და ქართული სპირტები” ძეგლის აღსადგენად 10,000 ევროს გადარიცხვას გეგმავს. - ინფორმაციას "Forbes Georgia" ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანია LVMH ის ჯგუფის მმართველმა პარტნიორმა და CEO-მ ბერნარ არნომ განაცხადა, რომ მისი ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. Fორბეს-ის შეფასებით, მისი ქონება 91.7 მილიარდ დოლარს  შეადგენს. ბერნარ არნოს LVMH აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Dior, Bulgari, Celine & Louis Vuitton.

ასევე, ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ფრანგმა, კომპანია Kering-ის მფლობელმა, ფრანსუა ანრი პინომ უკვე განაცხადა, რომ ტაძრის აღდგენის ფონდში სულ მცირე 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. პინოს კომპანიას “ბალენსიაგას”, “გუჩის”, “ალექსანდრ მაკქვინისა” და “ივ სენ ლორენის” ბრენდები ეკუთვნის. 

შეგახსენებთ, პარიზის ნოტრ-დამის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და 1345 წლამდე გაგრძელდა.  ღვთისმშობლის ტაძარს ყოველწლიურად 13 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.