განცდა მქონდა, რომ ჩემი სახლის ნაწილი იწვოდა - ნინო ბურჯანაძე
განცდა მქონდა, რომ ჩემი სახლის ნაწილი იწვოდა - ნინო ბურჯანაძე

A+ A-

14:16 16/04/2019

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარიზში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ნინო ბურჯანაძემ  ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა,  რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ყველა შედევრი აღდგება.

„პარიზის ღვთისშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მსოფლიო შეძრა. სულისშემძვრელი სანახავი იყო თუ როგორ ლოცულობდა ფრანგი ხალხი ტაძრის გადასარჩენად. სოლიდარობას ვუცხადებ ფრანგ ხალხს, რომლებიც მართლა დიდი განსაცდელის წინაშე დგანან. ძნელია, გულგრილი დარჩე მომხდარის მიმართ. პარიზის ღვთისშობლის ტაძარი საფრანგეთის და მსოფლიო კულტურის შეუფასებელი განძი და სრულიად ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყო. ხანძრის ყურებისას, განცდა მქონდა, რომ ჩემი სახლის ნაწილი იწვოდა.

იმედს ვიტოვებ, რომ პარიზის ღვთისშობლის ტაძარის ყველა შედევრი და რელიქვია, უნიკალური ქანდაკებები და კარიბჭე გადარჩება და თავის სიდიადეს შეინარჩუნებს.“ - ნათქვამია ნინო ბურჯანაძე განცხადებაში.