მოსამართლეთა არჩევის კანონპროექტს პარლამენტი კენჭს ამ კვირაში უყრის
მოსამართლეთა არჩევის კანონპროექტს პარლამენტი კენჭს ამ კვირაში უყრის

A+ A-

14:19 16/04/2019

საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით 17 აპრილის პლენარულ სხდომაზე განიხილავს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის კანონპროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურას ადგენს. ამ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა 16 აპრილს უნდა გამოქვეყნდეს.

ამასთან, ბიუროს გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენით კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართება, რაც 18 აპრილს პარლამენტი მოისმენს სახალხო დამცველის სპეციალურ მოხსენებას.

15 აპრილს, ნინო ლომჯარიამ პარლამენტისგან მოითხოვა სესიაზე გამოსვლა მოხსენებით, რომელიც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების განმსაზღვრელი კანონპროექტის ხარვეზებს და ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნებს.

სახალხო დამცველმა პირველად ისარგებლა პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებული კომპეტენცით და თავად მოითხოვა სხდომაზე გამოსვლა.