სავჩენკო საპატიმროდან გათავისუფლდა
სავჩენკო საპატიმროდან გათავისუფლდა

A+ A-

×

14:21 16/04/2019

უკრაინის პარლამენტის წევრი, პარლამენტის შენობაზე ყუმბარებისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ტერაქტის განზრახვის გამო ბრალდებული ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

მას შემდეგ, რაც 15 აპრილს ამოიწურა სავჩენკოსა და მასთან ერთად ეჭვმიტანილი ყოფილი ოფიცრის, ვოლოდიმირ რუბანის წინასწარი პატიმრობის ვადა, კიევის რეგიონულმა სასამართლომ ბრალდებულების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

 სავჩენკო პოლიტიკაში ჩაება 2016 წელს და აცხადებდა, რომ კენჭს იყრიდა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. რუსეთში ორწლიანი პატიმრობის დროს, იგი დაუსწრებლად აირჩიეს უკრაინის პარლამენტის წევრად.

 2018 წლის მარტში პროკურატურამ სავჩენკოს ბრალი წაუყენა უკრაინის პარლამენტის დამხობის მიზნით შეთქმულებასა და ტერაქტის სამზადისში, რის გამოც ჩამოართვეს დეპუტატის ხელშეუხლებლობა და დააპატიმრეს.  სავჩენკო თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.