მაჩალიკაშვილის საქმის გამოსაძიებლად ყველანაირი გონივრული ვადა ამოიწურა- გოცირიძე
მაჩალიკაშვილის საქმის გამოსაძიებლად ყველანაირი გონივრული ვადა ამოიწურა- გოცირიძე

A+ A-

×

14:28 16/04/2019

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს, ამის შესახებ “2020NEWS” ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა,რომელმაც დღეს ბიუროს სხდომაზე აღნიშნული საკითხი დააყენა.

“„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დაახლოებით ერთი თვის წინ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა წარვადგინეთ, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ეს საკითხის დღის წესრიგში ბოლო მე-12 საკითხად იყო ჩასმული. ჩვენ ბიუროს სხდომაზე მოვითხოვეთ კომისიის შესახებ მსჯელობის დაჩქარება . ბიუროზე გადაწყდა,რომ ეს თემა განხილული იქნება ამ კვირაში. ახალი რეგლამენტის მიხედვით,დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის თანხმობა, ჩვენ იმედი გვაქვს ,რომ პარლამენტში 50 წესიერი ადამიანი მოიძებნება, რომელიც მხარს დაუჭერს ამ კომისიის შექმნას. კომისიის შემქნის აუცილებლობა განპირობებულია იმით,რომ მაჩალიკაშვილის საქმის გამოსაძიებლად ყველანაირი გონივრული ვადა ამოიწურა, ხელისუფლება ხელს აფარებს დამნაშავეებს რადგან ხელს თავადაც დანაშაულის მონაწილეა, ამიტომ შეუძლებელია ძალოვანი სტრუქტურების მიერ ობიექტურად იქნა გამოძიებული“, - აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, 2017 წლის 27 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ , სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრა. ის თავდაპირველად თელავის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, სადაც ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, 28 დეკემბერს კი თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 10 იანვარს კი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ოჯახი , ამ ადრომდე, ითხოვს თემირლანის მკვლელების დასჯას.