ხაზარაძისა და ჯაფარიძის სამართლებრივი ბრძოლა შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდეს
ხაზარაძისა და ჯაფარიძის სამართლებრივი ბრძოლა შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდეს

A+ A-

×

16:55 18/04/2019

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივი ბრძოლა შესაძლოა, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში გაგრძელდეს . ამის შესახებ “2020NEWS“-ს  ხაზარაძისა და ჯაფარიძის უფლებადამცველმა ზვიად კორძაძემ განუცხადა.

“ამჟამად, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივი დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მათ გადაწყვეტილი აქვთ ,რომ სამართლებრივი ბრძოლა ყველა ინსტანციაში გააგრძელონ. დაველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული მართლმსაჯულება, ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, - აცხადებს კორძაძე.

 შეგახსენებთ, 2019 წელს “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ,დაწყებული გამოძიების გამო, ეროვნულმა ბანკმა  ხელმოწერის უფლება შეუწყვიტა და სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევა მოითხოვა. მიმდინარე წლის 15 თებერვალს კი, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მარეგულირებლის მიერ მიღებული ეს აქტები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება “თიბისი ბანკიდან” შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო.

 საქმეს ეხება 2008 წელს აპრილში და მაისში განხორციელებულ საბანკო ოპერაციას, რის შედეგად ,  ავთანდილ წერეთლის კომპანიებმა შპს "სამგორი თრეიდმა“ და შპს "სამგორი M”-მა, "თიბისი ბანკისგან", დაჩქარებული წესით 17 მილიონ აშშ დოლარი მიიღო.  ამის შემდგომ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ იგივე ოდენობის თანხა ისესხეს აღნიშნული კომპანიებიდან, კომპანიებს კი აღნიშნული თანხა ჩამოეწერათ.