პოროშენკო უკრაინელებს ურეკავს და არჩევნებზე ეპატიჟება
პოროშენკო უკრაინელებს ურეკავს და არჩევნებზე ეპატიჟება

A+ A-

×

18:30 18/04/2019

უკრაინელები , მთელი დღეა, მობილურ ტელეფონებზე ხმოვან შეტყობინებებს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტისგან იღებენ, რომელიც ამომრჩეველს მოუწოდებს 21 აპრილს სწორი არჩევანი გააკეთოს. " მოგესალმებათ პეტრო პოროშენკო, უკრაინის პრეზიდენტი! გთხოვთ, მობრძანდეთ არჩევნებზე  21 აპრილს და დაუჭიროთ მხარი ჩემს კურსს",- ეუბნება უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის ხმა უკრაინელებს.  პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბში უკვე დაადასტურეს ხმოვანი სიგნალის ავტორის ავთენტურობა. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, საქართველოს ამომრჩევლებს ანალოგიურად ურეკავდა და მოკლე-ტექსტურ შეტყობინებას უგზავნიდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და თხოვდა ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცა. 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ვინაობა 21 აპრილს დაგეგმილი მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება. პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 30,24%-ი შოუმენმა, ვლადიმედ ზელენსკიმ მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ - 15,94%.

ბოლო კვლევის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 71 პროცენტი ხმას აძლევს ვლადიმირ ზელენსკის, ხოლო გამოკითხულთა 29 პროცენტი – პეტრო პოროშენკოს.