იუსტიციის საბჭო ვენეციის კომისიას არაკონსტიტუციური რეკომენდაციების შემუშავებაში ადანაშაულებს
იუსტიციის საბჭო ვენეციის კომისიას არაკონსტიტუციური რეკომენდაციების შემუშავებაში ადანაშაულებს

A+ A-

×

19:11 18/04/2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვენეციის კომისიას არაკონსტიტუციური რეკომენდაციების შემუშავებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება, საბჭოს მოსამართლე წევრმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა გაავრცელა.

ამავე წერილში, სადაც ის აკრიტიკებს ვენეციის კომისიას, აღნიშნულია, რომ კომისიის დასკვნა პოლიტიკურ სარჩულსაც ატარებს.

"დასკვნაში ასახული რეკომენდაციების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შემცირება; მოსამართლეთა ეტაპობრივი დანიშვნა), ამიტომ ისინი ორგანულ კანონში ვერ აისახება; რეკომენდაციების ნაწილი გვთავაზობს იმავე ვენეციის კომისიის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემული რეკომენდაციისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას (2013 წელს კომისიამ ჩათვალა, რომ ღია კენჭისყრის შეცვლა ფარული კენჭისყრით პროგრესული და მისასალმებელი ცვლილება იყო; დღეს კი, რატომღაც, კომისია ფიქრობს, რომ ფარული კენჭისყრა ცუდია).

განსაკუთრებით უცნაურია რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი აირჩიოს მოქმედმა პარლამენტმა, დანარჩენი კი აირჩიოს 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტმა. განა ეს პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებს?,"-წერს გვრიტიშვილი.

შეგახსენსებთ, 16 აპრილს ვენეციის კომისიის 14 გვერდიანი დასკვნა გასაჯაროვდა.