სახალხო დამცველს პარლამენტი დღეს ვეღარ მოუსმენს
სახალხო დამცველს პარლამენტი დღეს ვეღარ მოუსმენს

A+ A-

19:31 18/04/2019
სახალხო დამცველს პარლამენტი დღეს ვეღარ მოუსმენს. ომბუდსმენმა საკანონმდებლო ორგანო უკვე დატოვა.
„დღეს 12:00 საათზე გამოვცხადდი და მთელი დღის განმავლობაში სხდომათა დარბაზში ვიჯექი. თუმცა, განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ჩემი მოსმენა ლოგიკურად ვეღარ მოესწრო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს მოუსმინოს პარლამენტმა, მანამ, სანამ კენჭს უყრიან მეორე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოსმენა შეიძენს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და არ ექნება არანაირი ეფექტი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენი ხვალ პარლამენტში 12:00 საათზე მივა.
ცნობისთვის, ნინო ლომჯარიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე შენიშვნები და საკუთარი მოსაზრებები აქვს.  პარლამენტში ამ წუთებში აღნიშნულ კანონპორექტის მეორე მოსმენით განხილვა გრძელდება.