პოლიეთილენის პარკების წარმოება შესაძლოა ისევ დასაშვები გახდეს
პოლიეთილენის პარკების წარმოება შესაძლოა ისევ დასაშვები გახდეს

A+ A-

×

19:27 18/04/2019

საქართველოში შესაძლოა, არაბიოდეგრადირებადი პარკების საექსპორტოდ წარმოება დაიწყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ცვლილების მომზადებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ტერიტორიაზე, ექსპორტის მიზნით, დასაშვები იქნება პოლიეთილენის პარკების წარმოება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს ჩანაწერი ასე იკითხება, ნებისმიერი სახის პლასტიკის პარკის წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი აკრძალულია. წარმოების ნაწილში შეიძლება დამატების გაკეთება და ცვლილების შეტანა  რომ „წარმოება ექსპორტის განხორციელების მიზნით არ იკრძალება“. რეგიონის ქვეყნებში პლასტიკის პარკების მოხმარება ყველგან დაშვებულია. შესაბამისად, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ისინი პარტნიორს იპოვნიან, შეუძლიათ განახორციელონ ექსპორტი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, 1 აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, მეწარმე დაჯარიმდება 500 ლარით და პროდუქცია ჩამოერთმევა. განმეორების შემთხვევაში კი სანქცია გაორმაგდება.