ქობულიას გამონათქვამებს ბევრჯერ მიეცა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალება
ქობულიას გამონათქვამებს ბევრჯერ მიეცა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალება

A+ A-

×

20:01 18/04/2019
გიორგი ქობულიას გამონათქვამებს ბევრჯერ მიეცა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალება, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა. დეპუტატი მინისტრს საუბრის სტილს უწუნებს. კაკულია ამბობს, რომ გიორგი ქობულიას გამონათქვამები ხშირად საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო.
„ მას რამდენჯერმე განმარტების გაკეთება მოუწია. ქობულია რასაც ამბობდა, შინაარსი ჩემთვის გასაგები იყო და ყოველთვის ვეთანხმებოდი, მაგრამ მის გამონათქვამებს საზოგადოებაში ბევრჯერ მიეცა ორმაგი ინტრეპრეტაციის საშუალება. ასეთ რამეს სიფრთხილე სჭირდება, განსაკუთრებით ეკონომიკასთან მიმართებაში. თუმცა, ეს მინისტრის შესაფასებლად არ მგონია, რომ მყარი არგუმენტი იყოს“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.