ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

A+ A-

21:35 18/04/2019

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 28 წლის მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. როგორც ჰოსპიტლის ემერჯენსის უფროსი მაია ესებუა ამბობს, პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი და თირკმელი.

როგორც „2020NEWS“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.