მიხეილ სააკაშვილი – სანამ დროა, სტაფილოს წვენი სვი ბიძინა, აუცილებლად ჩამოგაკითხავ და ძალიან მალე!
მიხეილ სააკაშვილი – სანამ დროა, სტაფილოს წვენი სვი ბიძინა, აუცილებლად ჩამოგაკითხავ და ძალიან მალე!

A+ A-

04:42 15/10/2018

„ივანიშვილის სააგენტო ისტერიულად ავრცელებს, რომ მე სომხეთში ვაპირებ ჩასვლას. გული უსკდება ოლიგარქს და ასეთი გზით ცდილობს ჩემი გადაადგილების მარშრუტის გაგებას. და ისე, თბილისში ერევნის გავლით ჩასვლა რა საჭიროა? – სანამ დროა, სტაფილოს წვენი სვი ბიძინა, აუცილებლად ჩამოგაკითხავ და ძალიან მალე“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

საქმე ის არის, რომ მის სომხეთში ჩასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია „2020NEWS”-მა გუშინ საღამოს გაავრცელა.

“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უახლოეს საათებში ერევანში გამგზავრებას გეგმავს. სააგენტოს ინფორმაციით, მას აქვს კონტაქტი სომხეთის ოპოზიციურ ლიდერებთან. ლიდერის გადაწყვეტილებაზე ენმ-ს ლიდერები მსჯელობენ. გამოაგრძელებს თუ არა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გზას სომხეთიდან საქართველომდე, ჯერჯერობით უცნობია.

კარგია, რომ „2020NEWS”-ს ცნობადობა ძალიან მაღალია და კარგია, რომ მას დევნილობაში მყოფი პრეზიდენტიც კითხულობს. ასევე საინტერესოა, მისი დაანონსებული საქართველოში ჩამოსვლა როდის და რა ფორმით განხორციელდება. ამ ამბავს აუცილებლად გავაშუქებთ, ისევე როგორც ყველა საინტერესო მოვლენას, მაგრამ ცოტა მეტი სიცხადისთვის ვიტყვით – „2020NEWS” ბიძინა ივანიშვილის არ არის!

პ.ს. ინფორმაციები, რომელიც ექსკლუზიურად ვრცელდება, ხშირად საკუთარი ოფისებიდან ჟონავს და გუნდის წევრებისგან ვრცელდება. ეს ისე, სხვათაშორის!