რუსთავში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
რუსთავში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

A+ A-

×

11:26 19/04/2019

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ავტომანქანაში თხევადი აირის დაგროვება გახდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სანთებელა აანთო, რასაც აფეთქება მოყვა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. აფეთქების დროს, ავტომანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ განუცხადა, პაციენტებს თავისა და კისრის არეში მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდათ, მათი მდგომარეობა შეყვანისას საშუალო სიმძიმის იყო. პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.