"პატარკაციშვილის სიკვდილში ბევრი ინტერესი იკვეთება, კითხვები მაქვს მის ოჯახთან..."
"პატარკაციშვილის სიკვდილში ბევრი ინტერესი იკვეთება, კითხვები მაქვს მის ოჯახთან..."

A+ A-

12:16 19/04/2019

ბადრი პატარკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი და მეგობარი ვალერი გელბახიანი დარწმუნებულია, რომ იგი ბუნებრივი სიკვდლიდით არ დარდაცვლილა. გელბახიანს ეჭვი ბევრზე აქვს, თუმცა მათზე მტკიცებულებების გარეშე საუბრისგან თავს იკავებს.

"ბადრი პატარკაციშვილი რომ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ამას არ დავიჯერებ, სანამ ცოცხალი ვარ. ვისზე მაქვს ეჭვი, ხმამაღლა არ ვისაუბრებ. მე კითხვები მაქვს მის ოჯახთან, რომლებიც ამ საქმეს ბოლომდე არ მიყვნენ. პატარკაციშვილის სიკვდილში ბევრი ინტერესი იკვეთება. როგორც პოლიტიკური, ასევე საოჯახო. ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე ჩემს ეჭვებზე ხმამაღლა ვერ ვისუბრებ", - განუცხადა "2020NEWS"-ს გელბახიანმა.

შეგახსენებთ, ოფიციალური ვერსიით, ბადრი პატარკაციშვილი გულის შეტევით, ლონდონში 2008 წლის 12 თებერვალს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. პატარკაციშვილი 2001 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. იყო ჰოლდინგ სს „ი-მედიას“ დამფუძნებელი და ინვესტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

საქართველოს ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი და 2002-2007 წლებში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. ასევე, „ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის“ დამფუძნებელი იყო