“პატრიოტთა ალიანსმა“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი წარადგინა
“პატრიოტთა ალიანსმა“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი წარადგინა

A+ A-

×

16:43 20/04/2019

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ შუალედურ არჩევნებზე პარტიის ზესტაფონის მერობის კანდიდატი წარდგინა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი და პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომაია პარტიის მხარდამჭერებს დღეს ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში შეხვდნენ და მერობის კანდიდატად ანზორ ნებიერიძე დაასახელეს.

ლიდერებმა მხარდამჭერებს პარტიის სამოქმედო გეგმაც გააცნეს და თავიანთი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ მშვიდობიანი არჩევნებისთვის. 2020 წლის არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს პატრიოტულმა და ეროვნულმა ძალამ. ეს ვართ ჩვენ და გავიმარჯვებთ თქვენი დახმარებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა შეხვედრაზე.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.