ზუგდიდის საავადმყოფოდან ექვსი უკრაინელი ბავშვი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს
ზუგდიდის საავადმყოფოდან ექვსი უკრაინელი ბავშვი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს

A+ A-

17:49 20/04/2019

ქუთაისში, სამედიცინო ცენტრ „ელ ჯი და კომპანიაში“ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ექვსი მოზარდი – ხუთი გოგონა და ერთი ვაჟი გადაიყვანეს.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი დღეს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

ამასთან, უკრაინელი ბავშვების საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.