ნათია თურნავამ 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" 35 ათასი ლარი შეწირა
ნათია თურნავამ 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" 35 ათასი ლარი შეწირა

A+ A-

18:44 20/04/2019

ეკონომიკის ახალმა მინისტრმა ნათია თურნავამ 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" 35 ათასი ლარი შეწირა. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად "ტაბულამ" გაავრცელა. სხვა შეწირულობები თურნავას გაკეთებული არ აქვს.

2006-2013 წლებში ნათია თურნავა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

ცნობისთვის, ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად 18 აპრილს მას შემდეგ დაინიშნა, რაც პრემიერი-მინისტრმა ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას გადაყენების ბრძანებას ხელი მოაწერა. თურნავა ქობულიას მოადგილედ მუშაობდა.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე კი ის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

2006-2013 წლებში ნათია თურნავა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისდირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ ნათია თურნავა მუშაობდა 2000-2005 და 2005-2006 წლებში. გარდა ამისა, 2005 წელს ის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო.
მანამდე, 1998-2000 კი თურნავა თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

განათლებით ნათია თურნავა ეკონომისტია და ბაკალავრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა. ამავე უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურა. სამაგისტრო პროგრამა დიდი ბრიტანეთის კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა და ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი.