საქართველოში 26 აპრილამდე კვლავ ცუდი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში 26 აპრილამდე კვლავ ცუდი ამინდია მოსალოდნელი

A+ A-

18:59 20/04/2019

უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ იწვიმებს. მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.

21-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 12-17, აღმოსავლეთ საქართველოში კი 8-13 გრადუსი იქნება.

23 აპრილს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექთან ერთად, მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში კი დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამინდი 25-26 აპრილიდან გაუმჯობესდება.