“ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო არჩევნების სლოგანი – “გააგებინე შენი ხმა მთელ ქვეყანას“ იქნება
“ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო არჩევნების სლოგანი – “გააგებინე შენი ხმა მთელ ქვეყანას“ იქნება

A+ A-

04:45 15/10/2018

იმის მიუხედავად, რომ “ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატაზე ვერ ჩამოყალიბდა, საარჩევნო სლოგანი უკვე მოფიქრებული და შეთანხმებულია. “გაააგებინე შენი ხმა მთელ ქვეყანას“ – ეს იქნება “ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო არჩევნების სლოგანი.

ამ დრომდე უცნობია ვინ იქნება “ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი და შესაბამისად ვინ გამოიყენებს აღნიშნულ სლოგანს ყველაზე ხშირად, ცნობილია მხოლოდ, რომ მმართველი გუნდი საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლის-აგვისტოში დაასახელებს.

რას ნიშნავს სლოგანი “გააგებინე შენი ხმა მთელ ქვეყანას“ და რატომ ვერ მოახერხა აქამდე მმართველმა გუნდმა ხალხთან გასაგებ ენაზე საუბარი, მმართველი გუნდის წევრები ალბათ, უახლოეს მომავალში ახსნიან. ალბათ, დააკონკრეტებენ იმასაც, რა სურთ უთხრან საკუთარ ხალხს, რაც აქამდე ვერ მოახერხეს.