“მაესტროზე“ მომავალი კვირიდან 4 ახალი თოქ-შოუ იწყება
“მაესტროზე“ მომავალი კვირიდან 4 ახალი თოქ-შოუ იწყება

A+ A-

04:47 15/10/2018

შალვა რამიშვილის ინტერნეტ ტელევიზია “POSTV”-ის მიერ მომზადებული გადაცემები ტელეკომპანია მაესტროს” ეთერში სამშაბათიდან გამოჩნდება.

შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა.

როგორც „2020NEWS”-ს შალვა რამიშვილმა განუცხადა, „მაესტრო“ ახალი სამაუწყებლო ბადით სამშაბათიდან გავა ეთერში და საწყის ეტაპზე 4 ახალი პროექტით დაიტვირთება.

,,მომავალი კვირიდან ოთხი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს გადაცემებია: „Night show”, „მედია რენტგენი“, „პოლიტიკური დეტექტორი“ და „კონსერვატორია“. ეთერში ვიქნებით სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს – საღამოს ეთერში, 22:00 საათიდან. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გავწიეთ და მგონი მზად ვართ, მაყურებელმა შეგვაფასოს“, – განუცხადა „2020NEWS”-ს შალვა რამიშვილმა.

გადაცემა „Night show”-ს გიორგი გაბუნია წაიყვანს, „მედია რენტგენს“ და „პოლიტიკურ დეტექტორს“ – ნიკა ლალიაშვილი, ხოლო „კონსერვატორიას“ რამდენიმე წამყვანი ეყოლება – ნუგზარ რუხაძე, ვაკა გორგილაძე და ნიკა ლალიაშვილი.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „მაესტრო“ მედია-ჰოლდინგ „იმედის“ შემადგენლობაშია.