საფრანგეთში 270 000 ევროს ბანკომატებიდან მოპარვაში ბრალდებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა
საფრანგეთში 270 000 ევროს ბანკომატებიდან მოპარვაში ბრალდებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა

A+ A-

13:41 24/04/2019

საფრანგეთში ბანკომატებიდან 270 000 ევროს მოპარვაში ბრალდებულები დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. როგორც „Le Parisien-ი“ წერს, ბოროტმოქმედები ფულს ბანკომატების გატეხვის გარეშე იპარავდნენ.

გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამმა წევრმა, 30-ზე მეტ ბანკომატში ჰაკერული პროგრამის დახმარებით შეაღწია. როგორც ირკვევა დამნაშავეები ამ მეთოდით 2018 წლის სექტემბრიდან მოქმედებდნენ. ისინი პოლიციამ გასულ კვირას აიყვანა.