ოკუპანტებმა ნიქოზში დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს
ოკუპანტებმა ნიქოზში დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს

A+ A-

×

18:25 24/04/2019

ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მკვიდრები ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. 26 წლის გაბრიელ მელანაშვილი და 39 თამაზ მჭედლიძე ქართველ სამართალდამცველევს ერგნეთში უკვე გადასცეს. გორში პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მათ სახლში დააბრუნებენ. ისინი გუშინ ნიქოზის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.