ბიძინა ივანიშვილის ახალ გუნდში გია ხუხაშვილი იქნება?!
ბიძინა ივანიშვილის ახალ გუნდში გია ხუხაშვილი იქნება?!

A+ A-

04:49 15/10/2018

ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლის“ შემდეგ, კულუარებში რამდენიმე გვარი დასახელდა, ვინც შესაძლოა, მის უახლოეს გარემოცვაში კვლავ ვიხილოთ. ერთ-ერთი გია ხუხაშვილია. ამ საკითხთან დაკავშირებით, „2020NEWS“ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

“ბიძინა ივანიშვილმა იცის ჩემი დამოკიდებულებები. იცის, რომ მე მხარს ვუჭერ ამ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე და სასარგებლოს გააკეთებს ჩემი ქვეყნისთვის, მას ჩემი მხარდაჭერა ექნება. სისტემაში ყოფნა რომ მდომებოდა, იქ ვიყავი. არსებობს თეორიები, რომ გამომიშვეს, მაგრამ ასე არა არის – მე თვითონ წამოვედი. გამომდინარე იქედან, რომ მე სისტემაში მუშაობა არ შემიძლია და ჩემი მთავარი ფასეულობა თავისუფლებაა, ჩინოვნიკობა არ გამომივა. თავისუფლების შეზღუდვა ყველაზე დიდი ტრაგედიაა ჩემთვის. შესაბამისად, სისტემაში ვერ ვიმუშავებ. ერთადერთი შემიძლია ვიყო ისე, როგორც ადრე ვიყავი ჩართული”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, „ჩემთვის შემოთავაზება არ არის პრინციპული საკითხი, ეს საკითხი პრინციპულია მათთვის, ვინც კარიერით ან მამაძაღლობით არიან დაინტერესებული. მე არც მამაძაღლობას ვაკეთებ და არც კარიერაა საინტერესო. რა მოხდება სინამდვილეში ამას უკვე ცხოვრება გვაჩვენებს”.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, გია ხუხაშვილი მისი გარემოცვის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით, მან ეს გარემოცვა დატოვა.