“დავიწყებთ საპრეზიდენტო კანდიდატით და დავასრულებთ ქვეყნის დეოლიგარქიზაციით” – გზავნილები ამსტერდამიდან
“დავიწყებთ საპრეზიდენტო კანდიდატით და დავასრულებთ ქვეყნის დეოლიგარქიზაციით” – გზავნილები ამსტერდამიდან

A+ A-

04:50 15/10/2018

ამსტერდამში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ოპოზიციის ნაწილის ლიდერების შეხვედრის დროს ქართველი პოლიტიკოსები შეთანხდნენ, რომ შეიქმნება გარკვეულ პრინციპებზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციის საფუძველი უნდა გახდეს.

როგორც “2020News”-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საუბრის მთავარი თემა იყო მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები და ოპოზიციიის საერთო კანდიდატის პრაიმერიზის გზით შერჩევა.

“ნებისმიერი მეთოდით, ღია ან დახურული პრაიმერიზით ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული კანდიდატი უნდა გამოვლინდეს და ჩვენ მზად ვართ და ვიღებთ ვალდებულებას, რომ დავუჭიროთ მხარი. გარდა ამისა, საუბარი იყო ოპოზიციური კოალიციის შექმნაზე, რომელიც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივის საქმეა და რომლის საბოლოო მიზანი იქნება ქვეყნის დეოლიგარქიზაცია.

ვისაუბრეთ ცხადია, კოალიციის ჩამოყალიბებაზე, თუმცა ეს პროცესი აქტიურად საქართველოში დაიწყება, უბრალოდ აქ ვაჯერებთ ტაქტიკას, საფუძვლებს და სტრატეგიას და ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ხედვები, რომელიც შეხვედრაში მონაწილე პარტიების ლიდერებს აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კოალიციის შესაქმენლად”, – განუცხადა “2020News”-ს შეხვედრაში მონაწილე ერთ-ერთმა ლიდერმა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ამსტერდამში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრებს მართავს.