იტალიის ქალაქ ბარიში საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიის ქალაქ ბარიში საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

A+ A-

10:50 30/04/2019

იტალიაში, საპორტო ქალაქ ბარიში პოლიციამ საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 35 წლის მამაკაცი, რომელმაც ბარის სუპერმარკეტიდან 40 ევროს ღირებულების საღეჭი რეზინი მოიპარა.

პოლიციამ ის ავტოსადგომზე გააჩერა და მისი გაჩხრეკა სცადა. ამ დროს საქართველოს მოქალაქე პოლიციას შპრიცით დაემუქრა, თუმცა პოლიციამ მისი გაუვნებელყოფა და დაპატიმრება შეძლო.