"ბლექ სი არენა” 16 ივნისს სეზონს Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის
"ბლექ სი არენა” 16 ივნისს სეზონს Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის

A+ A-

13:44 30/04/2019

Check in Georgia-ს ფარგლებში შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა” 16 ივნისს 2019 წლის სეზონს Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის.

ამერიკული მუსიკალური ბენდი საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბენდს მთლიანობაში 76 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენას Black Eyed Peas-ის გულშემატკივარი დღეიდან შეძლებს.