ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

A+ A-

14:25 30/04/2019

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის 1986 წელს დაბადებული ზაზა შარია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. შსს-ს  ცნობით, ზაზა შარია 2013 წელს გალის პროკურატურამ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შარია თოფურიების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით 2014 წელსაც  ძებნაში იყო.

საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.