პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)
პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)

A+ A-

×

15:55 01/05/2019

პარიზში შრომის დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

დაპირისპირება პარიზის სამხრეთ ნაწილში, მონპარნასის ბულვარში მოხდა. დაკავებულია 88 ადამიანი.

ფრანგული მედიასაშუალების ცნობით, პირველი შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მოხდა ლიონში, სადაც მანიფესტაციაში ოთხი ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. მომიტინგეებმა პოლიციას საღებავი ესროლეს, სამართალდამცველებმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შრომის დღეს პარიზში საპროტესტო მსვლელობას პროფკავშირები და მოძრაობა "ყვითელი ჟილეტები“ მართავენ.

უსაფრთხოებას 7400 სამართალდამცველი იცავს.