იკერ კასილიასი ვარჯიშიდან გულის შეტევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს
იკერ კასილიასი ვარჯიშიდან გულის შეტევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

A+ A-

×

19:16 01/05/2019

იკერ კასილიასმა ვარჯიშისას გულის შეტევა გადაიტანა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ესპანური გამოცემა "მარკას" ცნობით, პორტუგალიური პორტუს 37 წლის მეკარემ თავი ცუდად ვარჯიშის დასრულების შემდეგ იგრძნო, თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალება (მირორი) ამტკიცებს, რომ ესპანელმა მეკარემ ვარჯიშის მიმდინარეობისას გონება დაკარგა.

კლუბის ოფიციალური განცხადებით, ამჟამად კასილიასის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ წლევანდელი სეზონი რეალ მადრიდისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი გოლკიპერისთვის დასრულებულია.