"ევროკავშირი კაციჭამიაა, რომელიც კეთილ რაინდადაა შენიღბული და სინამდვილეში ლამაზი მძინარე მზეთუნახავის შეჭმა სურს"
"ევროკავშირი კაციჭამიაა, რომელიც კეთილ რაინდადაა შენიღბული და სინამდვილეში ლამაზი მძინარე მზეთუნახავის შეჭმა სურს"

A+ A-

11:35 02/05/2019

ფრანგი ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, ევროკავშირი კაციჭამიაა, რომელიც კეთილ რაინდადაა შენიღბული და სინამდვილეში ლამაზი მძინარე მზეთუნახავის შეჭმა სურს. ამის შესახებ განცხადება მარინ ლე პენმა მხარდამჭერებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა. მარინ ლე პენმა თავის გამოსვლაში ევროკავშირი მკაცრად გააკრიტიკა.

მისი განცხადებით, „საერთაშორისო ორგანიზაციებმა თანდათან სახელმწიფოს როლი შეითავსეს, რაც დაუშვებელია“.

“ევროკავშირი კაციჭამიაა, რომელიც კეთილ რაინდადაა შენიღბული და სინამდვილეში ლამაზი მძინარე მზეთუნახავის შეჭმა სურს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა თანდათან სახელმწიფოს როლი შეითავსეს, რაც დაუშვებელია. ამ სახელმწიფოს დედაქალაქია ბრიუსელი, აქვთ დროშა, ჰიმნი, კონსტიტუცია, ახლა საერთო ევროპული არმია სურთ და შემდეგ ევროპულ გადასახადს დაგვიწესებენ.

ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ. გაჩერდით, ევროპული ზღაპარი დასრულდა. ამ ისტორიის დასასრულს აღმოჩნდა, რომ კეთილი რაინდის ნიღბის ქვეშ იმალება კაციჭამია, რომელსაც ლამაზი მძინარე მზეთუნახავის შეჭმა სურს", - განაცხადა ლე პენიმ.

თავის გამოსვლაში ულტრამემარჯვენე მოძრაობის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი პარტია პირველ რიგში ეროვნულ ინტერესებს დააყენებს და შეებრძოლება ტერორიზმსა და მასობრივ მიგრაციას.