პარლამენტში ჟურნალისტების ფოტოების გამოფენა გაიმართა
პარლამენტში ჟურნალისტების ფოტოების გამოფენა გაიმართა

A+ A-

×

12:16 03/05/2019

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში ჟურნალისტების ფოტოების გამოფენა გაიმართა.

  

3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ 1991 წელს დააწესა.

1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები შეიკრიბნენ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას. მათ მიიღეს ე. წ. „ვინდჰუკის დეკლარაცია“, რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა.

ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე.