"ევროპელებმა დავკარგეთ ჩვენი კოლექტიური "ლიბიდო"
"ევროპელებმა დავკარგეთ ჩვენი კოლექტიური "ლიბიდო"

A+ A-

×

14:34 03/05/2019

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის  განაცხადებით, ევროპელებმა ერთმანეთისადმი „ლიბიდო“ დაკარგეს.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნები ერთმანეთისადმი აღარ ისწრაფვიან, ერთმანეთი აღარ სურთ.

„ჩვენ არ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი კოლექტიური „ლიბიდო“. "ბრექსითი" განსაკუთრებული შემთხვევაა. როდესაც 40 წლის განმავლობაში მიუთითებ, რომ ქვეყანა რეალურად არ ეკუთვნის ევროკავშირს, გასვლის გადაწყვეტილება ამ ყველაფრის ლოგიკური შედეგია“, - განაცხადა იუნკერმა.

მისივე თქმით, ავის მომასწავლებელია ის ფაქტი, რომ კონტინენტზე ევროსკეპტიკოსი პარტიები იზრდება.

ამასთან, იუნკერმა აღნიშნა, რომ ევროკომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვითარება გამოსწორდეს, თუმცა, მას ყველა პრობლემის მოგვარება არ შეუძლია.

„კომისიას არ შეუძლია აანაზღაუროს ცალკეული ქვეყნების მთავრობების სისუსტეები ევროპაში. შეხედეთ დიდ ბრიტანეთს“, - აღნიშნა იუნკერმა.