მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს
მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს

A+ A-

×

16:54 03/05/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს.

"დღეს მთელი დემოკრატიული სამყარო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

პრესის თავისუფლება დღევანდელი, განვითარებული მსოფლიოს უდიდესი მონაპოვარია და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ქვაკუთხედია.

ვულოცავ ქართველ ჟურნალისტებს დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.