ოთო ნემსაძემ თელ-ავივში პირველი რეპეტიცია გაიარა
ოთო ნემსაძემ თელ-ავივში პირველი რეპეტიცია გაიარა

A+ A-

×

13:38 05/05/2019

2019 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა ოთო ნემსაძემ ექსპო თელ-ავივის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა.

ოთო ნემსაძე  მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, საღამოს კი, საქართველოს საელჩოსა და თელ-ავივის მერიის ორგანიზებით ჩანიშნულ შეხვედრას დაესწრება, სადაც გულშემატკივრებს შეხვდება.

ოთო ნემსაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს.

შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია 14, 16 და18 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში განხორციელდება.

„ევროვიზიაზე“ ორი ქართველი მომღერალი მონაწილეობს. საბერძნეთში მოღვაწე თამთა გოდუაძე  წელს კვიპროსს წარადგენს.