ოკუპანტებმა სოფელ ქვეშის მკვიდრი დააკავეს
ოკუპანტებმა სოფელ ქვეშის მკვიდრი დააკავეს

A+ A-

×

13:02 06/05/2019

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი,  80 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს. ის ცხინვალის იზოლატორში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გადაიყვანეს.

საქართველოს მოქალაქის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.