ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოსთან "საზღვარი" ჩაკეტა
ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოსთან "საზღვარი" ჩაკეტა

A+ A-

18:56 06/05/2019

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას  დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

ე.წ. საზღვრის დაკეტვა 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის აღსანიშ ღონისძიებებს უკავშირდება.

დე ფაქტო უწყების ცნობით, „საზღვარი“ 8 მაისის 20:00 საათიდან დაიკეტება, რა დროსაც მოქალაქეების გატარება აიკრძალება.

დე ფაქტო ხელისუფლება „საზღვრის“ გახსნას 10 მაისს, 06:00 საათზე აპირებს.