ოკუპანტებმა წითელუბნის მცხოვრებთ წართმეული ნახირი დაუბრუნეს
ოკუპანტებმა წითელუბნის მცხოვრებთ წართმეული ნახირი დაუბრუნეს

A+ A-

12:19 07/05/2019

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დღეს დილით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მცხოვრებთ წართმეული ნახირი დაუბრუნეს.

ერთ-ერთი მკვიდრის ცნობით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბანერთან ქართველმა პოლიციელებმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართეს, მისი დასრულების შემდეგ ოკუპანტებმა სოფელს ნახირი დაუბრუნეს, თუმცა გააფრთხილეს, რომ ბანერის მიმდებარე ტერიტორიას აღარ მიუახლოვდნენ.

წითელუბნელების ინფორმაციით, რამდენიმე ახალგაზრდა სოფლის ნახირს აძოვებდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სალოცავის მახლობლად, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გადმოვიდნენ და პირუტყვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე წაიყვანეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელუბანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ წინაგარს ესაზღვრება.