საქართველოში მომღერალი Jessie J კონცერტს გამართავს
საქართველოში მომღერალი Jessie J კონცერტს გამართავს

A+ A-

×

13:18 07/05/2019

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. ამის შესახებ საკონცერტო დარბაზის ოფიციალურ გვერდზე დაიწერა.

2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე და ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.