"ჩემი მხრიდან კანონის ჩარჩოების გარდა, არავის არაფერი მოუვა, ბოლომდე ვიბრძოლებ თემირლანის სულისთვის"
"ჩემი მხრიდან კანონის ჩარჩოების გარდა, არავის არაფერი მოუვა, ბოლომდე ვიბრძოლებ თემირლანის სულისთვის"

A+ A-

00:12 09/05/2019

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის სოსო გოგაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან კანონის გათვალისწინებული ქმედებების გარდა, სხვა მხრივ ზიანი არავის მიადგება.

„ჩემი მხრიდან კანონის ჩარჩოების გარდა, არავის არაფერი მოუვა. ბოლომდე ვიბრძოლებ თემირლანის სულისთვის, ყველა ახალგაზრდის დასაცავად და აღვადგენ ამ სამართალს”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამასთან, ის სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს გამოხმაურა.

"იმ ჩანაწერზე მეტად მძიმე რაღაცები მილაპარაკია. ჩანაწერი ამ სიტყვებიდან შეკრებილია. ეს ჩემი ფიქრებია, როცა გავმწარდები მაშინ ვიძახი. მაგაზე უარესები მითქვამს. ეს არ ნიშნავს, რომ წავედი სადმე და რაღაც დავაშავე. ნუ ცდილობთ ხალხის მხრიდან ჩემი თანადგომის დაკარგვას. ამის გამო ხდება ყველაფერი. აქ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისევ დიდი შეცდომა დაუშვა. პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ სუს-ი შეცდომაზე შეცდომას უშვებს. ესეც იყო დიდი შეცდომა, რადგან რაც ხალხისგან გუშინ და დღეს ისეთი თანადგომა ვიგრძენი,  მე თვითონ დავრჩი გაოცებული”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

რაც შეეხება სუს-ში დაკითხვაზე მისვლას, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად 10 მაისს მივა.