"ქართული მაფია ჯიბეებს ისქელებს "ბარსელონას“ ფეხბურთელების ხარჯზე“
"ქართული მაფია ჯიბეებს ისქელებს "ბარსელონას“ ფეხბურთელების ხარჯზე“

A+ A-

×

13:39 09/05/2019

საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას“ მოთამაშეების გაქურდვის და მათი ბინების ძარცვის გრძელი სია დაგროვდა. მათგან ბოლო იყო არტურ მელო, რომლის ბინაც მაშინ გაძარცვეს, როდესაც ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაშობდა.

მის ძმას, რომელიც იმ დროს სახლში იმყოფებოდა, მძარცველები დაემუქრნენ და დიდი აგრესია გამოავლინეს მის მიმართ, - წერს ცნობილი ესპანური გამოცემა METROPOLI ABIERTA სტატიაში სათაურით "ქართული მაფია ჯიბეებს ისქელებს „ბარსელონას“ ფეხბურთელების ხარჯზე“.

არტურ მელომდე მძარცველების მსხვერპლი "ბარსას“ მოთამაშე კევინ-პრინს ბოატენგი და ჟორდი ალბა გახდნენ. მათი სახლებიც სწორედ იმ დროს გაქურდეს, როდესაც ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ. ამით სია არ მთავრდება: ჟერარ პიკეს, ფილიპე კოუტინიოს და ლუის სუარესის აპარტამენტებსაც მსგავსი ბედი ეწია. შემთხვევითი დამთხვევაა თუ "ბარსას“ ფეხბურთელების სახლების გაქურდვა ორგანიზებული და მართულია? სტენოგრაფისტის თქმით, პოლიცია განიხილავს ვერსიას, რომ ბინების გაქურდვის უკან ქართული მაფია დგას, რომელიც ბარსელონაშია დამკვიდრებული.

ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე ცნობილი გახდა მისი წევრების გამოსახლების შემდეგ მენენდეს პიდალის სკოლიდან, სადაც TV3-ის ტელესერიალ „მერლის“ (Merlí) სერია გადაიღეს. ქართული მაფიის სამიზნე ლუქსაპარტამენტებია, განსაკუთრებით - ბარსელონასა და მთლიანად ქალაქის რეგიონში. იმავე წყაროს ინფორმაციით, ბანდის მოქმედება დროში ემთხვევა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას“ წევრების სახლების გაქურდვას. აქედან გამომდინარე, განიხილავენ გამომძიებლები დანაშაულთან ქართული მაფიის კავშირს, როგორც ერთ-ერთ შესაძლო ჰიპოთეზას.