ნინოწმინდაში, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე, "день победы" ბავშვებს შეასრულებინეს (ვიდეო)
ნინოწმინდაში, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე, "день победы" ბავშვებს შეასრულებინეს (ვიდეო)

A+ A-

16:11 09/05/2019

ნინოწმინდაში, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკით იყო გაფორმებული, "ქართული ოცნების" დეპუტატი, ენზელ მკოიანი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სიმღერა "день победы" ბავშვებს შეასრულებინეს. ნინოწმინდაში "უკვდავმა პოლკმაც“ დემონსტრაციული მარშით ჩაიარა და კიდევ ერთხელ უთხრა მთელ სამყაროს, რომ მათთვის რუსეთი ოკუპანტი არ არის. ნინოწმინდის კულტურის სამსახურის უფროსი, ჟორა სანახჩანიანი კი ტიპიური საბჭოთა კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს.

საბჭოთა სიმბოლიკით აღჭურვილი ადამიანების გვერდით იდგნენ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლებიც, მათ შორის, პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან“, ენზელ მკოიანი. შეგახსენებთ, დღეს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავი აღინიშნება.