"დემოკრატიული მოძრაობა" ტაქტიკური შეთანხმების გამო დავტოვე - გუბაზ სანიკიძე
"დემოკრატიული მოძრაობა" ტაქტიკური შეთანხმების გამო დავტოვე - გუბაზ სანიკიძე

A+ A-

×

17:48 09/05/2019

გუბაზ სანიკიძემ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ დატოვა. “2020NEWS”-თან საუბრისას სანიკიძე პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან დაპირიპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული ერთგვარი ტაქტიკური სვლით აიხსნება.

- ბატონო გუბაზ, როგორც ცნობილია, პარტია “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” დატოვეთ, რატომ?

- პარტია გარკვეული ტაქტიკური შეთანხმების გამო დავტოვე. მე და ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ვისაუბრეთ და ჩავთვალეთ, რომ უკეთესი იქნებოდა თუ პარტიას დავტოვებდი.

- უფრო კონკრეტულად? პარტიის დატოვება ყოფილ თანაგუნდელებთან შესაძლო უთანხმოებას ხომ არ უკავშირდება?

- ბუნებრივია, არა. ეს არის ტაქტიკური სვლა. ნუ მკითხავთ, რატომ მოვიქეცით ასე, რადგან ეს საიდუმლოა. მხოლოდ სამომავლო მოქმედებებზე არის საუბარი. ამ ტაპზე სჯობს, რომ პარტიის მიღმა ვიყო.

- “ტაქტიკური სვლა“ არჩევნებს უკავშირდება?

- რა თქმა უნდა. პარტიის დატოვება ქვეყაანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც უკავშიდება.

- პარტია “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთან ”თანამშრომლობას კვლავ აპირებთ?

- თანამშრომლობას კი არა, ნინო ბურჯანაძე ჩემი ახლობელია და ქვეყანა რომ დაიქცეს, მაინც ახლობლები ვინებით. ჯერჯერობით დამოუკიდებელი ვარ, მერე ვნახოთ, ოპოზიციაში როგორი პოლიტიკური სვლები გაკეთდება.

- როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავთ?

- იმედი მაქვს. თუ "ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლამდე მიაღწია, არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე