მეფე ინტერვიუში 20 000 ლარს ითხოვს
მეფე ინტერვიუში 20 000 ლარს ითხოვს

A+ A-

18:51 09/05/2019

სამეფო ოჯახის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ- მუხრანელის გაყრას მთელი საქართველო ადევნებს თვალს. სამწუხაროდ, წყვილი პრესას არ სწყალობს.

თუმცა „2020NEWS“ მაინც შეეცადა, დავით ბაგრატიონ მუხრანელთან ინტერვიუს ჩაწერას. მეფესთან დაკავშირება მის ადვოკატს, ლევან ჩხეიძეს ვთხოვეთ.

"მას აქვს პირობა, ვინც ამ პირობას დააკმაყოფილებს, იმას მისცემს ინტერვიუს. ის სააგენტო, ან ტელევიზია, ან ნებისმიერი საინფორმაციო საშუალება, რომელიც 20 000 ლარს შესწირავს წეროვანში დევნილთა დასახლებას, მას მისცემს ექსკლუზიურ ინტერვიუს“, - განუცხადა "2020NEWS"-ს მეფის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა. გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.